ტყის ხანძრები აშშ-ში

ხანძარმა კალიფორნიაში ისტორიული ქალაქი გრინვილი გაანადგურა [ფოტოები]

 AFP

აშშ-ს ჩრდილოეთსა და დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრების 100 აქტიური კერაა. მათგან 12 კალიფორნიის შტატშია. შტატის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური ხანძარი დიქსი 14 ივლისს დაიწყო. ხანძრის დაწყების სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობის ხაზზე ხის დაცემაა. ხანძარმა 1 700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი მოიცვა და კალიფორნიის ისტორიაში ტყის ხანძრების ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს შორის მესამე ადგილზეა. ხანძარმა ფაქტობრივად გაანადგურა კალიფორნიის პატარა ისტორიული ქალაქი გრინვილი. ქალაქი ჩრდილოეთ კალიფორნიაში მე-19 საუკუნეში კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელების დროს დაარსდა. ქალაქის მცხოვრებთა შორის ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეხანძრეთა ბრიგადები ჯერ კიდევ აფასებენ ქალაქისთვის მიყენებულ ზარალს. ბოლო ინფორმაციით, ხანძარმა ქალაქის ნაგებობების სამი მეოთხედი გაანადგურა. სამაშველო სამსახურების სპიკერის, სერენა ბეიკერის ცნობით, სულ მცირე, 67 ნაგებობა განადგურებულია და 12 000-ზე მეტი საფრთხის ქვეშაა.

კომენტარები