2008 წლის აგვისტოს ომი

ჯაფარიძე: 13 წლის წინ ურდო შემოჯლიგინდა, მისი ანასხლეტები რუსთაველზე ჟურნალისტებს წიხლავენ

13 წლის წინ, ამ დღეს, ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით და გადაგვთელა, სადამდეც გაუსწორდა.

ეგეთი უსუსურობის განცდა და სასოწარკვეთა მანამდე მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ მქონდა განცდილი.

ახლა იმავე ურდოს ანასხლეტები უკვე ჯვრებით და შავებში რუსთაველზე დაჯლიგინებენ და ჟურნალისტებს წიხლავენ, ქუჩებსა და მეტროში სცემენ ფერად ახალგაზრდებს და, რაც მთავარია, ხელისუფლებიდან ებლატავებიან ჩვენს მეგობრებს თავისუფალ სამყაროში და საუკეთესო პუტინისტურ ტრადიციებში იქით ასწავლიან, რა არის დემოკრატია.

არაფერი და არავინ უნდა დავივიწყოთ 2008 წლის ომთან მიმართებაში.

მაგრამ, თუ რამე უნდა გვახსოვდეს დღეს, ესაა - ოქტომბერში ურდო არის გასაჯმეინებელი.

ჯაფარიძე: 13 წლის წინ ურდო შემოჯლიგინდა, მისი ანასხლეტები რუსთაველზე ჟურნალისტებს წიხლავენ.

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე FACEBOOK-ზე წერს. აგვისტოს ომიდან 13 წელის გავიდა. 

 

კომენტარები