დაძაბულობა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე

რაკეტების სროლის პასუხად, ისრაელმა ლიბანში რამდენიმე ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში, საზღვართან ახლოს მყოფ რამდენიმე ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანეს

ისრაელის ქმედება ლიბანიდან სამი რაკეტის სროლის შემდეგ ხანძრის კერების გაჩენას მოჰყვა. ოთხშაბათს, 4 აგვისტოს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საარტილერიო ცეცხლი სამჯერ გახსნეს. მათ გაეროს სამშვიდობოების შუამავლობით ლიბანი გააფრთხილეს, რომ, თუკი საზღვარზე სიტუაცია არ დაწყნარდება, მათი საპასუხო ქმედებები უფრო უხეში იქნება.  სამი რაკეტიდან ორი ისრაელის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ მიწაზე ჩამოვარდა, მესამე კი საზღვრის მეორე მხარეს დაეცა. ჩამოვარდნილმა რაკეტებმა ხანძრის კერები გააჩინეს, რომელთა ჩაქრობას 12 საათის შემდეგაც კი ცდილობდნენ. 

ხანძრის გამძაფრების გამო, ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში იერიში მიიტანეს იმ ობიექტებიდან ერთ-ერთზე, საიდანაც ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისროდნენ. ასევე, მათი სამიზნე იყო სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურაც. 

ლიბანში განხორციელებული საჰაერო თავდასხმები 2014 წლის შემდეგ იყო პირველი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჯაროდ აღიარა. 

ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმები აქ არსებულ პატარა პალესტინურ დაჯგუფებებს ბრალდება, რომელთაც ლიბანური ჰეზბოლა მფარველობს.

კომენტარები