ჩვენ ეპიდსიტუაცია სერიოზულად გვაქვს გაუარესებული, რისკები, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. ამიტომ, აქედან გამოსავალი არის ერთი – დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც არსებობს. მაინცდამაინც ქაღალდზე დაწერილი იყოს და ბეჭედი ჰქონდეს დარტყმული?! ვატაროთ ყველამ პირბადე დახურულ შენობებში. ღია სივრცეში, როცა 5 ადამიანი ერთად ვიკრიბებით – გვქონდეს ყველას პირბადე, კი ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როცა ტყეში სეირნობთ, ლისის ტბაზე, კუს ტბაზე, მაგრამ, თუ 5-7-8 ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე. გეუბნებით, რომ ამაზე კარგი, ჯერჯერობით, დამცველი საშუალება არაა.
კორონავირუსი საქართველოში
გამყრელიძე: ტყეში სეირნობისას ნუ ატარებთ პირბადეს, თუმცა 5 ადამიანი რომ სეირნობთ, გაიკეთეთ
tbl.ge/5n8x
დაკოპირდა
ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 670 შემთხვევა.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება