კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: თუ კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა ეპიდვითარება, შეზღუდვების საკითხს დავაყენებთ

ძალიან გვეხმარებოდა კომენდანტის საათი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოიხსნა კურორტული სეზონიდან გამომდინარე [..] ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო ერთი კვირა მაინც გვჭირდება, რათა დავაკვირდეთ ტენდენციას. პროგნოზულად პიკში ვიმყოფებით და რამდენიმე დღეში უნდა დასტაბილურდეს შემთხვევები. თუ დასტაბილურდა შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სექტორი ამ დაწოლას გაუძლებს და შემდეგ უნდა წამოვიდეს ქვემოთ ინფიცირება, მაგრამ თუ კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა, დავაყენებთ შეზღუდვების გააქტიურების საკითხს.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

კომენტარები