ე.წ ფარული მოსმენები

გახარია სუს-ის დოკუმენტებზე: დიდი ეჭვი მეპარება ავთენტურობაში, უნდა ჩატარდეს გამოძიება

არ მიყურებია და არ მომისმენია, თუმცა წავიკითხე და მომიყვნენ. რეალურად, დიდი ეჭვი მეპარება ამის ავთენტურობაში, პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია და რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და უნდა დადგინდეს, საერთოდ ეს რა არის, მანამდე, ნებისმიერი კომენტარის გაკეთება არასერიოზულია.

ასე ეხმაურება პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია 1 აგვისტოს მთავარი არხის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს აგროვებდა.

კომენტარები