ვიტალი შიშოვის საქმე

ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე კიევში გარდაცვლილი იპოვეს

ბელარუსის მოქალაქე, ვიტალი შიშოვი, რომელიც გუშინ უკრაინის დედაქალაქ კიევში გაუჩინარდა, ქალაქის ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. პოლიცია განიხილავს სუიციდად შენიღბული მკვლელობის ვერსიასაც.

ვიტალი შიშოვი ორგანიზაცია ბელარუსული სახლი უკრაინაში თავმჯდომარე იყო. ორგანიზაცია ბელარუსიდან პოლიტიკური მიზეზებით გაქცეულ მოქალაქეებს ეხმარებოდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის მოქალაქეები, რომლებიც პოლიტიკური დევნის შიშით ქვეყანას ტოვებდნენ, ძირითადად უკრაინას, პოლონეთსა და ლიტვას აფარებენ თავს.

ორგანიზაციამ გუშინ, 2 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიშოვი დილით ვარჯიშის შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა. ბელარუსული უფლებადამცველი ცენტრი ვესნა შიშოვის მეგობრებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მას სხვადასხვა დროს სირბილის დროს უთვალთვალებდნენ.

კომენტარები