კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 827 შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.99%-ია

CDC/Science Photo Library

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა  43 932 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.

4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 33 841 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 045 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან მძიმე პაციენტია 1 227, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 ადამიანი. 

3 აგვისტოს მონაცემებით, სულ ქვეყანაში  428 670 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 388 893 პაციენტი, ხოლო  გარდაიცვალა – 5 910.

კომენტარები