ფარული მოსმენა

თურნავა სუს-ის დოკუმენტებზე: ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას ამ ავადმყოფურ ბოდვაზე

თქვენ ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას ამ, პირდაპირ ვიტყვი, არ მჩვევია ეს ტერმინები, მაგრამ ავადმყოფურ ბოდვაზე. ეტყობა, მოეწყინათ ვიღაც ვიღაცებს, სხვა არაფერი არ აქვთ სალაპარაკო და მათ ავადმყოფურ ტვინებში ჩნდება ასეთი ვერსიები, მე სერიოზულად ვერ შევალ ამაში. არც არაფერს ვუშვებ და არც ვაპირებ ამაზე საუბარს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა გამოეხმაურა 1 აგვისტოს მთავარი არხის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს აგროვებდა. 

კომენტარები