კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: შეიძლება ისევ დაირღვეს წონასწორობა და ისევ გახდეს სიტუაცია ძნელად მართვადი

საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომ ის სიტუაცია, რაც დღესაა, არ არის იმის გარანტია, რომ ეს სტაბილურად შენარჩუნდება. შეიძლება ისევ დაირღვეს წონასწორობა და ისევ გახდეს სიტუაცია ძნელად მართვადი. აი, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. გამოვიყენოთ პირბადეები, როგორმე თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან და ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია!

IPN-ის ცნობით ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 147 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.34%, ბოლო 14 დღის – 6.95%, ბოლო 7 დღის – 7.57%.

 

კომენტარები