ქართული ოცნება

კობახიძე: კვლევები გვაჩვენებს, რომ შეგვიძლია საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამეორება

დღევანდელი კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ისეთი შედეგის გამეორება და გაუმჯობესება, რაც გვქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე, თვითმმართველობას არ ვგულისხმობ, იქ კიდევ უფრო მეტი გვქონდა. შეგვიძლია ამ შედეგის გამეორება და გაუმჯობესება, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. თუმცა წინ არის 2 თვე და წინ არის საარჩევნო კამპანია, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კამპანიაზე და, მთავარი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საზოგადოებაზე. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც პარტიის შიდა კვლევებს შეეხებოდა. ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 48.22% აიღო. 

კომენტარები