საქსტატი

გასულ წელს 7.7%-ით შემცირების ფონზე, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 18.7% შეადგინა, თუმცა ეს იმის ფონზე, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა 12.7% შეადგინა, ესეც გასულ წლის 5.8%-იანი შემცირების ფონზე. 

2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა. 

კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

საქსტატი


 

კომენტარები