ტრეილერი

ადამ დრაივერისა და ლედი გაგას სახიფათო კავშირები - HOUSE OF GUCCI-ს ტრეილერი გამოვიდა

Newslogic

რიდლის სკოტის მომავალი ბიოგრაფიული დრამის, House of Gucci-ს პირველი ტრეილერი გამოვიდა.

ახალი ფილმის მოქმედება 90-იანი წლების იტალიაში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში გუჩიების ოჯახია, რომელიც მოდის საკულტო სახლ Gucci-ს განაგებს. 

სურათში მთავარ როლებს ადამ დრაივერი, ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ალ პაჩინო და ჯერემი აირონსი ასრულებენ. 

House of Gucci-ს პრემიერა მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი. 2021 წელს რიდლი სკოტის კიდევ ერთი ფილმი Last Duel გამოვა.

კომენტარები