ჰუსეინ ბაკიხანოვი

შსს ბაკიხანოვზე: გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, 2 კვირის წინ მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანელი მიგრანტის, ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალებაზე ამბობენ, რომ შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

გუშინ, 29 ივლისს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ დაწერა, რომ ბაკიხანოვი, რომელსაც 12 ივლისს სცემეს და შემდეგ მას შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე უარი უთხრეს, გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მუხთარლი წერს, რომ ბაკიხანოვი შენობიდან გადმოაგდეს, პოლიციამ კი დაადასტურა, რომ ის სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი. 

მუხთარლის ცნობით, ბაკიხანოვი 7 მაისს ბაქოში საპროტესტო აქციაზე დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რის დასრულების შემდეგაც ის ამბობდა, რომ პოლიცია აწამებდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა.

"აზერბაიჯანელი მიგრანტი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. 12 ივლისს აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სცემა თბილისში მცხოვრებ ემიგრანტს, რომელსაც აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა და მას გადაურჩა. ჰუსეინმა პოლიციას და სამედიცინო შემოწმებას მიმართა. თუმცა, სამედიცინო შემოწმებამ უარი თქვა შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე. ერთი კვირის განმავლობაში არ იყო სიახლე ჰუსეინისგან. დღეს გაირკვა, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში.

ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. მან ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებით. თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე. 

კომენტარები