მიწისძვრა

ალასკაში 8.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არსებობს ცუნამის საშიშროება

აშშ-ში, ალასკის სანაპიროდან 91 კილომეტრის დაშორებით 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გეოლოგიური კვლევითი ცენტრი ცუნამის გაჩენის საშიშროებას არ გამორიცხავს.

რიხტერის სკალის მიხედვით, 8.0-ზე მაღალი მაგნიტუდის მიწისძვრა უმძლავრეს კატეგორიაში გადის და მსგავსი შემთხვევა, საშუალოდ, წელიწადში მხოლოდ 3-ჯერ ხდება. 

1990 წლიდან მოყოლებული, 8.2 მაგნიტუდაზე მაღალი სიმძლავრის მიწისძვრა მხოლოდ 17-ჯერ დაფიქსირდა, მათ უმეტესობა კი ხმელეთიდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით იყო. 

მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის პროცესი უკვე დაწყებულია. 

ამჟამინდელი მონაცემებით, მსხვერპლისა და ფიზიკური ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

 

კომენტარები