უენტუორთ მილერი

უენტუორთ მილერი: შემოდგომაზე 1 წელი გავა, რაც აუტიზმის დიაგნოზი დამისვეს

სერიალ Prison Break-ის ვარსკვლავმა, უენტუორთ მილერმა დაწერა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ მას აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს.

ამის შესახებ მსახიობმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

"ვიტყვი, რომ ეს იყო შოკის მომგვრელი, მაგრამ არ იყო გასაკვირი.

ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცი აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ (ბევრი რამ არის სასწავლი). ახლა ჩემი მცდელობა ჩემი თვალსაწიერის გაფართოებისკენ არის მიმართული. განვლილი 5 დეკადის ახალი პერსპექტივიდან გადააზრება". – წერს მილერი.

მისივე თქმით, კარანტინისა და იზოლაციების პერიოდში ეს მისთვის მოულოდნელი საჩუქარი იყო.

"ეს არის ისეთი რამ, რასაც არ შევცვლიდი. არა. ვიღებ, რომ აუტისტირი სპექტრის აშლილობა არის ჩემი პიროვნების ფუნდამენტი. წვლილი აქვს ყველაფერში, რისთვისაც მიმიღწევია". – წერს მსახიობი.

უენტუორთ მილერის ინფორმაციით, შემოდგომაზე 1 წელი გავა, რაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს.

კომენტარები