უენტუორთ მილერი

უენტუორთ მილერი გაქცევაში აღარ ითამაშებს, რადგან მისი პერსონაჟი ჰეტეროსექსუალია

უენტუორთ მილერი გაქცევის შემდეგ სეზონში აღარ ითამაშებს, რადგან მისი პერსონაჟი, მაიკლ სკოფილდი, ჰეტეროსექსუალია.

ამის შესახებ მან საკუთარ Instagram გვერდზე დაწერა.

"მე Prison Break-ში აღარ ვარ. ოფიციალურად. აღარ მინდა ჰეტეროსექსუალი პერსონაჟების თამაში. მათი ისტორიები უკვე მოყოლილია. ასე, რომ მაიკლი აღარ იქნება. თუ შენ სერიალის ფანი ხარ და ელოდებოდი ახალ სეზონს, მესმის შენი იმედგაცრუების. ბოდიში". – დაწერა მან.

უენტუორთ მილერმა 2013 წელს წერილი გამოაქვეყნა და საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია. მაშინ, მან რუსეთში გამართულ ფილმის ფესტივალზე წასვლაზე უარი თქვა, რადგან "ღრმად იყო შეწუხებული" რუსეთის მთავრობის პოლიტიკით LGBT თემის მიმართ.

რაც შეეხება გაქცევის მეექვსე სეზონს, სექტემბერში მსახიობმა დომინიკ პარსელმა დაწერა, რომ სერიალს გაგრძელება ექნებოდა.

კომენტარები