თეა წულუკიანი

წულუკიანი: სპორტსმენები ანალიზებს ჩაიტარებენ, ჩემნაირს კალათბურთელობა რომ არ მოუნდეს

იმედი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, 10 წლის თავზე საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია იმუშავებს, სადაც სპორტსმენები გენეტიკური ანალიზისა და სხვა ტიპის გამოკვლევებს ჩაიტარებენ, რაც მინისტრის განმარტებით, მათ კარიერის სწორად დაგეგმვის საშუალებას მისცემს.

ამის შესახებ წულუკიანმა კულტურის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას თქვა. 

"სამედიცინო ცენტრების ბაზაზე 10 წლის თავზე ფუნქციონირებს ის, რაც არ გვაქვს ქვეყანაში - ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლა და სხვა ტიპის გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი სპორტული კარიერა და მაგალითისთვის, ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა". – ამბობს წულუკიანი. 

კომენტარები