არჩევნები 2021

დოლიძე: ოპოზიციას თბილისის მერობაზე ჩემთვის რომ დაეჭირა მხარი, გამარჯვების მეტი შანსი იყო

თბილისის მერობის კანდიდატად მე იმიტომ წარვადგინე ჩემი თავი, მთლიანად ოპოზიციისთვის, რომ აერჩიათ, მხარი დაეჭირათ ადამიანისთვის, რომელსაც არ ჰქონდა ნაციონალებთან რაიმე კავშირი. ვერავინ ვერ იტყოდა, მთავარ კოზირს არ მივცემდით ხელისუფლებას, რომ აი, მხოლოდ ნაციონალები არიან მეორე მხარეს.

მე ვთქვი, ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის შუაშისტებს, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირათ, გამარჯვების უფრო დიდი შანსი იყო. ეს იქნებოდა მაშინ, ნაციონალურ მოძრაობას პლუს ყველა შუა... რატომ არ დამიჭირეს მხარი? იმიტომ, რომ ისინი არ იზიარებენ, ალბათ, ჩემს დღის წესრიგს. არც არავინ მოსულა ამის მერე ჩემთან, მოსალაპარაკებლად

მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე პალიტრანიუსის ეთერში. ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა.

კომენტარები