კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: ჩაკეტვა ახლა, პრაქტიკულად, მიუღებელი ფორმაა

არ ვგეგმავთ ეკონომიკის ჩაკეტვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ, ეკონომიკა განვითარდეს და გაჯანსაღდეს [...] ახლა ქვეყანაში სრულიად საკმარისი რაოდენობითაა ვაქცინები იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია და სწორედ ამ გზით გარდავტეხოთ არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით - ჩაკეტვა ახლა, პრაქტიკულად, მიუღებელი ფორმაა. რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას - საუბარია არსებული რეგულაციების გამკაცრებაზე, ანუ ჩვენ კვლავ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოსახლეობამ პირბადეები ატაროს და დაიცვას ელემენტარული წესები. დაწესებულებებში ხდება ამ წესების დაცვა,  სადაც არ იცავენ, ხდება ამის კონტროლი.

გასაგებია, რომ ლოქდაუნის პრაქტიკა არსებობდა გლობალურად მსოფლიოში და პანდემიის დასაწყისში საქართველოც ამას იყენებდა - მაშინ ცოდნაც ნაკლები იყო, გამოცდილებაც და ვაქცინებიც არ არსებობდა. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წელი - 6%-ით დავამთავრეთ, ეს იყო გარდაუვალი, მაგრამ ძალიან მტკივნეული. დღესდღეობით, გვაქვს რა ვაქცინები და შეგვიძლია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, ამ გზას უკვე აღარ მივყვებით.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა შეზღუდვებზე საუბრისას. 27 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 666 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.68%-ია.

კომენტარები