რიკ დემსის ვიზიტი

დეკანოიძე: რიკ დემსს საარჩევნოდ რაც შეიძლება მეტი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა ვთხოვეთ

ჩვენი ძირითადი გზავნილები იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა, რომ ჟურნალისტები არ არიან უსაფრთხოდ საქმიანობის განხორციელებისას. ეს იყო მომავალი არჩევნები, სიძულვილის კამპანია, რომელიც დაიწყო ხელისუფლებამ, პოლარიზაცია არჩევნებზე და ძალიან მნიშვნელოვანი, ის რაც მე და ჩემმა კოლეგებმა ვთხოვეთ - სადამკვირვებლო მისიების რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გამოგზავნა საქართველოში.

ამბობს ენმ-ს დეპუტატი ხატია დეკანოიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები