რიკ დემსის ვიზიტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი საქართველოშია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, რიკ დემსი საქართველოშია. დემსმა ოფიციალური შეხვედრები დღეს, 27 ივლისის დილიდან დაიწყო. ვიზიტი 28 ივლისს დასრულდება. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, იუსტიციის მინისტრთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. 

დემსი ასევე შეხვდება საპარლამენტო ოპოზიციასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის წევრებს.

კომენტარები