კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დელტა პლუს შტამის 2 შემთხვევა გვაქვს, კლასიკური დელტას ქვეშტამია

არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა პლუსი ჰქვია. კლასიკურ დელტა შტამს აქვს კიდევ ქვეშტამი, მოგეხსენებათ, ეს ვირუსები ხშირ მუტაციას განიცდიან – ეს არის დელტა პლუსი და გაშიფრულია ჩვენთანაც, 2 შემთხვევა გვაქვს დელტა პლუსის. გასაგებია, რომ დელტა პლუსი გაცილებით უფრო მეტი იქნება დღეს ჩვენთან ცირკულაციაში, რასაც ყოველდღიურად ლუგარში ვუყურებთ, ვამბობთ, რომ დაახლოებით, 40%-დან 50%-მდე ჩაანაცვლა ალფა (ბრიტანული) შტამი დელტამ. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

კომენტარები