რუსული ოკუპაცია

შსს: ლევ ლეშჩენკომ საქართველო დატოვა, საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად

ვლადიმირ პუტინი, ლევ ლეშენკო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსი მომღერალი ლევ ლეშჩენკო საქართველოში იმყოფებოდა და მან ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა. 

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, მან პასპორტში დარღვევა არა გამოუვლიდა და ამიტომაც უპრობლემოდ შემოვიდა ქვეყანაში. 

"აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყენაში, მან საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა".- აცხადებს შსს. 

25 ივლისს, მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მომღერალი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს, საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებდა. 

ლევ ლეშჩენკომ 2013 წელს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია და ოკუპირებულ სოხუმში იმღერა. ის აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აქტიური მხარდამჭერია. 

კომენტარები