კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: ჩაკეტვის გარეშე შევქმენით პირობები, გაძლიერებული ვაქცინაციით პანდემიის დამარცხების

მე შევეცდები, ძალიან მარტივად აგიხსნათ, რა განსხვავება არის 2021 წელსა და 2020 წლის გაზაფხულს შორის – თვისობრივად სხვა ვითარება იყო, ერთი, რომ ცოდნა მაშინ ნაკლებად არსებობდა მართვის [კოვიდის], არც მსოფლიოში არსებობდა და არც საქართველოში. ჩვენ ახლა უკვე თითქმის წელიწად-ნახევარი პანდემიის რეჟიმში ვიმყოფებით, ცოდნაც და უნარიც გაცილებით მეტია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უფრო მეტად არის აღჭურვილი და გაძლიერებული და ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რაც შარშან არ არსებობდა.

შედარებით მარტივია, პირობითად რომ ვთქვათ, ინფიცირებულთა რიცხვის მართვა ჩაკეტვის პირობებში, რადგან ჩაკეტილია და პრაქტიკულად, გადადების შესაძლებლობა ნაკლებია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსები, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ინდუსტრიებს, ვინც არის ჩაკეტილი. ჩვენ დიდი სესხი ავიღეთ ამისთვის, მეტი სესხის აღების არც შესაძლებლობა და არც სურვილი გაგვაჩნია, რადგან სესხი სესხია, ის იქნება დასაბრუნებელი. 

ამიტომ, შევქმენით ყველა პირობა იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით ჩვენ დავამარცხოთ პანდემია და გამოვიდეთ ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით და ამას სწორედ ასე განვახორციელებთ.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციაზე საუბრისას.

კომენტარები