კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: ბევრი საუბრობს ჩაკეტვაზე, ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ – ეპიდემიის მართვის გზა

ბევრი არის საუბარი, ხომ არ მოხდება ჩაკეტვა, მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია ეფექტიანად. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოკდაუნი, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი თუ ლარი ვალის სახით, რაც, რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღეს, 26 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 375 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.52%, ბოლო 14 დღის - 5.73%, ბოლო 7 დღის - 6.44%.

კომენტარები