ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე დინამიკას. მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად გაორმაგდა ბოლო ორ კვირაში ინფიცირების რაოდენობა. აქვე მინდა აღვნიშნო, მე ვიტყოდი, სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმე დღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ის, რაც მოხდა, ამ აქციების შემდეგ მოხდა ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას, ნებისმიერ შეკრებას, ხალხმრავალი შეკრებებს.
კორონავირუსი საქართველოში
ღარიბაშვილი: უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ინფიცირების რაოდენობის გაორმაგება
tbl.ge/5mr9
დაკოპირდა
ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.52%-ია, ბოლო 14 დღის - 5.73%, ბოლო 7 დღის - 6.44%.
კორონავირუსი საქართველოშიირაკლი ღარიბაშვილიქართული ოცნებაქართული ოცნება 2021აქციებიკორონავირუსიCOVID 19
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება