კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ინფიცირების რაოდენობის გაორმაგება

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე დინამიკას. მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად გაორმაგდა ბოლო ორ კვირაში ინფიცირების რაოდენობა. აქვე მინდა აღვნიშნო, მე ვიტყოდი, სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმე დღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ის, რაც მოხდა, ამ აქციების შემდეგ მოხდა ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას, ნებისმიერ შეკრებას, ხალხმრავალი შეკრებებს.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.52%-ია, ბოლო 14 დღის - 5.73%, ბოლო 7 დღის - 6.44%.

კომენტარები