კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 061 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.6%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 204 ტესტი და დადასტურდა 2 061 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 654 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.6%-ია, ბოლო 14 დღის – 5.66%, ხოლო 7 დღის – 6.3%.

ინფიცირების  2 061 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლინდა 1 030, აჭარა – 299, იმერეთი – 190, ქვემო ქართლი – 120, შიდა ქართლი – 62, გურია – 35, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 128, მცხეთა-მთიანეთი – 62, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 957-ია.

5 069 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 805, აჭარაში – 451, იმერეთში – 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში – 449, აჭარაში – 65, იმერეთში – 220. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 5, იმერეთში – 12.

25 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 402 759 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 373 088 და გარდაიცვალა 5 688 პირი.

კომენტარები