ჟურნალისტებზე ძალადობა

ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: ეს სიყალბე და ძალადობა უნდა დაასრულოთ

ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი ის სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული.

მიმართავს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს. 5 ივლისს ორკების მიერ მედიის წარმომადგენლების ცემისა და 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ პარლამენტთან ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. აქციის მონაწილეები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, ძალადობის ორგანიზატორების დასჯას მოითხოვენ და ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

კომენტარები