სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში არის საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემო, რაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები, რომელთა გატარებაც ჩვენ ვუზრუნველყავით თავისთავად იცავს საინვესტიციო გარემოს, რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ გამოთქმულ კრიტიკას, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების გამოთქმული სურვილი, სასამართლო კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი და კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდეს იქნება ასახულ ჩვენს მიერ განხორციელებულ შემდგომ რეფორმებში.
სასამართლო სისტემა
თალაკვაძე: სახ.დეპ-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში საიმედო საინვესტიციო გარემოა
tbl.ge/5mmm
დაკოპირდა

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა. დღეს, 21 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ინვესტორების მზარდ უნდობლობაზე მიუთითა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
არჩილ თალაკვაძექართული ოცნება 2021ქართული ოცნებასახელმწიფო დეპარტამენტიაშშსასამართლოსასამართლო სისტემა
ამავე თემაზე
- მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა – საია-ს ანგარიში იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე
- კობახიძე: მტკიცებულებები გვჭირდება, რომ სასამართლოში პრობლემებია – კლანზე საუბარი ზეპირია
- საკანონმდებლო ცვლილებები, მოსამართლეთა დანიშვნა, პოლიტიკური საქმეები – GDI-ის 2021 წლის ანგარიში
- ვოლსკი მესხიშვილზე: მძაფრი, ხისტი განცხადებების კეთება მოსამართლის პოზიციას არ შეესაბამება
- "ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ წარმოუდგენელი შავი კამპანია მიმდინარეობს" – მოსამართლის მიმართვა