კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ინფიცირებამ მოიმატა ბავშვებში, შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი ან საშუალო

მოიმატა პედიატრიული შემთხვევების რიცხვმა, იყო ერთეული შემთხვევები მძიმე მიმდინარეობის და, სამწუხაროდ, გარდაცვალებაც დაფიქსირდა ახალშობილებში, თუმცა, შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბავშვებშიც. შედარებით გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, რაც საყურადღებოა. ჩვენთვის მთავარ მექანიზმად რჩება ვაქცინაციის პროგრამა

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კომენტარები