ოპერატორის გარდაცვალება

ვოლსკი: ინფორმაციის დაუზუსტებლობა ჯიმ რიშს კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს

ვოლსკი, რიში

ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი სენატორი ჯიმ რიშის შეფასებას გამოეხმაურა და თქვა, რომ სენატორის ინფორმაცია არაზუსტია და ეს მას კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს.

"რასაკვირველია, უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, რომ თავის პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს. რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს, მხედველობაში მაქვს ის, რომ ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ კონკრეტული ოპერატორის გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც, სამწუხაროდ, მოხდა. რაც შეეხება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, ესეც მგონია, გარკვეული კონსპირაციის ნაწილი, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა შექმნოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე". – ვოლსკის ამ კომენტარს IPN-ი ავრცელებს.

აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ნომინაციების მოსმენაზე, სენატორი ჯიმ რიში საქართველოს პრობლემასაც შეეხო. მან ხაზი გაუსვა 5 ივლისის ძალადობასა და პარლამენტის მიერ უზენაეს მოსამართლეთა დანიშვნას.

"საქართველოს უკუსვლით უფრო და უფრო იმედგაცრუებული ვარ, ბოლო კვირას 50 ჟურნალისტზე მეტი სცემეს და ერთი მათგანი დაზიანებებისგან გარდაიცვალა, 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს რამდენიმე მოსამართლე. სენატორი შაჰინი ამტკიცებს ჩემს წუხილს ამ საკითხთან მიმართებაში. იმედია, იმუშავებთ, რომ საქართველოს მთავრობას ამ პრობლემებზე მიმართოთ". – მიმართა სენატორმა რიშმა სენატს მოსმენის გახსნის დროს.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

კომენტარები