კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 415 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.42%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 627 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 943 ადამიანი.  

დღიური დადებითობა 6.42%-ია, ბოლო 7 დღის - 5.53%, ბოლო 14 დღის კი - 5.03%.

2 415 ახალი შემთხვევიდან 1 391 თბილისში დადასტურდა, 202 - აჭარაში, 172 - ქვემო ქართლში, 147 - იმერეთში, 149 - კახეთში, 97 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 90 - შიდა ქართლში, 67 - მცხეთა-მთიანეთში, 47 - გურიაში, 40 - სამცხე-ჯავახეთში, 13 - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 393 360 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 368 073 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 618 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 19 643 აქტიური შემთხვევაა.  

899 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 444 მკურნალობს, აჭარაში - 48, იმერეთში -198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 189 პაციენტია, მათგან თბილისში - 146, აჭარაში - 4, იმერეთში - 9.

კომენტარები