კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როდესაც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე

ყველა ინდიკატორი რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, ესაა მოსახლეობის ინფიცირება 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი - ეს ყველაფერი არის გაუარესებული. ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როდესაც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, 17 მაისს და ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ მივდიოდით პიკისკენ. ამიტომ, ეს ძალზედ საყურადღებოა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინატო სხდომის დასრულების შემდეგ. 

20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 375 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 880 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.19%, ბოლო 14 დღის - 4.77, ბოლო 7 დღის - 5.24%.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 390 945 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 367 130 გამოჯანმრთელდა, 5 592 გარდაიცვალა.

კომენტარები