კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: თუ სწრაფი მატება გვქონდა, შესაძლოა, საწოლ-ფონდის კუთხით პრობლემები შეიქმნას

მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია, იმისთვის, რომ დატვირთვას გაუძლოს, თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა შემდგომი მატება და თუ ეს იქნება სწრაფი და ინტენსიური მატება, ბუნებრივია, საწოლ-ფონდის კუთხით პრობლემები შესაძლებელია შეიქმნას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში სულ 1 328 ადგილია თავისუფალი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 616 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები