ოპერატორის გარდაცვალება

თურნავა ჟურნალისტს: თავს უხერხულად ხომ არ გრძნობთ, გარდაცვლილი კოლეგით რომ სპეკულირებთ?

ჟურნალისტის კითხვაზე, გრძნობდა თუ არა მთავრობა უხერხულობას და პასუხისმგებლობას TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უპასუხა: "თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ? მოდით, გადავიდეთ ეკონომიკაზე".

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

ლაშქარავას გარდაცვალების გამო პარლამენტთან რამდენიმე აქცია გაიმართა.  ორგანიზატორები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

კომენტარები