კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის დელტა შტამით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა. ტაბულას ინფორმაცია კლინიკის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

გარდაცვლილი ჩვილი დელტა შტამით იყო ინფიცირებული. პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილს არ აღენიშნებოდა თანმხლები დაავადება.

ჩვილი კლინიკაში 1-ელ ივლისს შეიყვანეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან. ის თვე-ნახევრის იყო. 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 375 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 880 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.19%, ბოლო 14 დღის - 4.77, ბოლო 7 დღის - 5.24%.

კომენტარები