კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ხელახლა მოგვიწევს შეზღუდვების შემოტანა

გუშინ ბათუმში როდესაც ვიყავით, თითქმის სავსე იყო ყველა ადგილი, ყველა რესტორანი, ყველა კაფე-ბარი, არამხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით, არამედ ტურისტებით. აქედან გამომდინარე, მინდა ჩვენს მოქალაქეებს თხოვნით მივმართო - ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ მოგვიწევს ხელახლა შეზღუდვების შემოტანა. არც მინდა, სიტყვა დაკეტვა გავიმეორო. 

[...] გუშინ ჩვენ 11 000 აცრა ჩავატარეთ,რაც საკმარისი არ არის. ჩვენ თუ არ ავედით დღეში 20-30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესის მართვა. დღეს 2 600 შემთხვევა გვქონდა, ეს არის ძალიან საგანგაშო, მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოსახლეობა - ძალიან ცუდი ტენდენციაა, გვინდა, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, გვინდა, ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს მთავრობას - გთხოვთ, აიცერით.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. დღიური დადებითობა 7.17%-ია.

კომენტარები