საქართველო-ევროკავშირი

ღარიბაშვილი: 2024-ში EU-ში გაწევრიანების განაცხადის წარდგენის პირობა დავდეთ, ამ მიზანს მივაღწევთ

ასოცირების შეთანხმების განხორციელება კვლავ რჩება ჩემი მთავრობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხად. ჩვენ გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის. აუცილებელია, რომ ჩვენ მეტი კავშირები დავამყაროთ ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა მთავრობამ ამბიციური პირობა დადო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისთვის ქვეყნის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით და ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე. წაიკითხეთ ტაბულას სტატია: 2024-ში EU-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთება – კითხვები, კრიტერიუმები და წინააღმდეგობები.

კომენტარები