გერმანია

კანცლერი მერკელი გერმანიის წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში ჩავიდა

ანგელა მერკელი წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას
EPA

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში ჩავიდა. კანცლერი მოსახლეობას და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა.

მერკელმა პირობა დადო, რომ რეგიონების დასახმარებლად თანხა დაუყოვნებლივ გამოიყოფა.

"ჩვენ თქვენ გვერდით ვართ [..]. ვითარება შოკის მომგვრელია. შემიძლია ვთქვა, რომ გერმანულ ენაში არ არის სიტყვები განადგურების ამ მასშტაბების აღსაწერად" - თქვა კანცლერმა.

ფინანსთა მინისტრის ოლაფ შოლცის თქმით, ოთხშაბათს, 21 ივლისს მინისტრთა კაბინეტი დაზარალებული რეგიონებისთვის 300-მილიონევროიანი დახმარების პაკეტის გამოყოფას განიხილავს

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 156 ადამიანი დაიღუპა, მეზობელ ბელგიაში კი - 27 ადამიანი.

გერმანიაში ყველაზე მეტად ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის, რაინლანდ-პფლაცის და ზაარლანდის რეგიონები დაზარალდა. ქვეყნის დასავლეთში შტეაინბახტალის კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.

დასავლეთ ევროპაში ძლიერი წვიმები გრძელდება. წყალდიდობაა სამხრეთ გერმანიასა და ავსტრიაშიც. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შაბათს, 17 ივლისს ერთ საათში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე წინა 7 კვირის განმავლობაში.

კომენტარები