კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 286 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.26%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 1 286 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 701 ადამიანი.  დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.57%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.

ინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 759 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 30, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ქვეყანაში 16 885 აქტიური შემთხვევაა. 833 მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 182 პაციენტი იმყოფება. 

18 ივლისის მონაცემებით, ინფიცირების 387 481 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 365 019 პაციენტი. გარდაიცვალა - 5 551.  

კომენტარები