ჟურნალისტებზე ძალადობა

გოცირიძე: ვისაც ქვეყნის მომავალზე გული შესტკივა, მედიის პროტესტს უნდა შეუერთდეს

ეს უკვე გასცდა მედიის პრობლემას, თუნდაც პოლიტიკური ოპოზიციის პრობლემას. ეს არის მთელი ერის და ხალხის სატკივარი. ფაქტობრივად, ქვეყანაში დემოკრატია გათელეს ფეხქვეშ, დანაშაულებრივი რეჟიმი პირდაპირ კამერების წინ კლავს და ასახიჩრებს ადამიანებს და, ფაქტობრივად, ჩვენ საერთაშორისო იზოლაციის წინაშე ვდგავართ და შეიძლება სულ მალე ქვეყანას დაემუქროს ფინანსური ბოიკოტი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. პროტესტს უნდა შეუერთდეს ნებისმიერი წესიერი ადამიანი, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე, რომელიც ამ ხელისუფლებასთან ერთად არ არსებობს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე მთავარ არხთან საუბრისას. 17 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ მედიის წარმომადგენლების მორიგი აქცია გაიმართება.

კომენტარები