კორონავირუსი საქართველოში

ციციშვილის კლინიკა: კოვიდინფიცირებული 2 ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ რომ კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილის მდგომარეობა უკიდურესაც მძიმეა. კლინიკის დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობა არ იცვლება. 

"ამჟამად რეანიმაციაში 18 პაციენტი წევს. ამათგან 2 ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, განსაკუთრებით ერთის. ყველანაირი პარამეტრების მიხედვით მკურნალობაში ხდება ცვლილებების შეტანა, მაგრამ ამჟამად მდგომარეობა მაინც მძიმე რჩება".- ამბობს ჩხაიძე. 

ციციშვილის კლინიკაში  ალფა შტამით ინფიცირებული ჩვილი, 16 ივლისს გარდაიცვალა.  კოვიდინფიცირებული ორი ჩვილიდან, ერთი დელტა შტამით არის ინფიცირებული. 

 

კომენტარები