ვალუტის კურსი

ლარი გამყარებას განაგრძობს

16 ივლისის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1221 ლარია, ევროსი კი – 3.6850 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.65 თეთრით გამყარდა და 3.1221 ლარი შეადგინა – კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.1386 ლარი იყო.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 16 ივლისის ბოლოსთვის 3.6850 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7108 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ 2.58 თეთრით გამყარდა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1-ელი ივლისიდან მყარდება, როცა კურსმა ლოკალურ პიკს, 3.1659 ლარს მიაღწია. მას შემდეგ, დოლარი ეტაპობრივად უფასურდებოდა, თუმცა 8 ივლისიდან 15 ივლისამდე კვლავ გამყარდა. ბოლო 2 დღეა, დოლარი კვლავ კარგავს ღირებულებას ლართან მიმართებით. 

რაც შეეხება ევროს, ლართან მიმართებით ევროპული ვალუტის გაცვლითი კურსი ბევრად არასტაბილურია და ბოლო პერიოდის განმავლობაში 3.76-3.71 შუალედში მერყეობს, თუმცა დღევანდელი კურსი 2021 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. 

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.3660 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.3110 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 17 ივლისიდან შევა.

კომენტარები