კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია ძალიან საყურადღებო და შემაშფოთებელია

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციის სურათს ახასიათებს, - მხედველობაში მაქვს ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი - ეს ყველაფერი გაუარესებულია. ჯერჯერობით სტაბილიზაციის ნიშნები არ შეიმჩნევა. ერთადერთი დადებითია, რომ ქვემოთ მოდის სიკვდილიანობის ინდიკატორი. მაგრამ, ზოგადად ეპიდსიტუაცია ძალიან საყურადღებო და შემაშფოთებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღრვანელი, ამირან გამყრელიძე მედიავებინარზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარების შესახებ საუბრისას.

კომენტარები