გერმანია

80-ზე მეტი მსხვერპლი, ათასობით დაკარგული – მასშტაბური წყალდიდობა გერმანიაში [VIDEO]

Reuters

მასშტაბური წყალდიდობის შედეგად, გერმანიაში 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი დაკარგულია. 

დასავლეთ ევროპაში რეკორდული რაოდენობით ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და არაერთი ქალაქი დააზარალა. გერმანიის ერთ-ერთი სოფელი Schuld, სადაც დაახლოებით 700 ადამიანი ცხოვრობს,  თითქმის მთლიანად განადგურდა.

"ჩვენ ასეთ მოვლენებს კიდევ უფრო ხშირად ვიხილავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დავაჩქაროთ კლიმატის დასაცავად ზომების მიღება, ვინაიდან კლიმატის ცვლილება მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ეხება". - ამბობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერი და კლიმატის ცვლილებებს გლობალურ დათბობას უკავშირებს. 

მომხდარს გერმანიის კანცლერიც გამოეხმაურა. ანგელა მერკელმა სტიქიის შედეგებს კატასტროფული უწოდა და დაზარალებულთა დახმარების პირობა დადო.

გარდა ამისა, უხვმა ნალექმა სხვა ქვეყნებიც დააზარალა. ბელგიაში ამ დრომდე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი. დაზარალებულია ასევე ნიდერლანდები, შვეიცარია, ლუქსემბურგი. 

 

კომენტარები