კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: დღეისთვის, ჰოსპიტალში COVID 19-ით ინფიცირებული 300-მდე ბავშვია მოთავსებული

აგვისტოში, როდესაც ველოდებით, რომ ალფა [ბრიტანული] შტამის დელტა [ინდური] შტამით სრულად ჩაანაცვლებს, უნდა გვქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა და, ასევე, პერსონალის კუთხითაც მობილიზებულია ჯანდაცვის სისტემა.

ჩვენთვის ფასეულია ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც დაიცავს მცირეწლოვანებს ინფიცირებისგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალდებულებაა და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თითოეული ბავშვი, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ინფექციის მატარებლად, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს საჭირო მკურნალობა, რომელიც პაციენტისთვის იქნება საჭირო.

დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში მოთავსებულია 300-მდე ბავშვი. ჩვენ განვაგრძობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არცერთი ბავშვი არ დარჩება, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური საწოლის გარეშე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღების მიქცევა იმ ღონისძიებებში ბავშვების ჩართულობისგან, რომლებზეც შეიძლება მოხდეს ბავშვის ინფიცირება.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე TV იმედის ეთერში. საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.53%, ბოლო 14 დღის - 4.21%, ბოლო 7 დღის - 4.65%.

კომენტარები