ოპერატორის გარდაცვალება

კობახიძე ლაშქარავას გარდაცვალებაზე: ნოდარ მელაძემ დილითვე იცოდა, რითაც გარდაიცვალა

პარტიულმა მედიამენეჯერებმა აჩვენეს საკუთარი ამორალური სახე. ეს არის, როდესაც შენ ცდილობ, საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე დაიწერო პოლიტიკური ქულები და შექმნა რაღაც არეულობის იმიტაცია. 

ნოდარ მელაძემ, მაგალითად, იმ [ლექსო ლაშქარავად გარდაცვალების] დილითვე იცოდა, რაშიც იყო საქმე. საზოგადოებამ იცის, რაშიც იყო საქმე და ამაზე არ მინდა ყურადღების გამახვილება. ნოდარ მელაძემ იმ დილითვე იცოდა, რომ ცემის ფაქტთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას, შესაბამისად, მისი ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რუსთავი 2-ის ეთერში, ტვ პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე საუბრობს. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.

 

კომენტარები