ოპერატორის გარდაცვალება

ჩიტიძე: ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური სივრციდან, ამყარებს ავტორიტარიზმს და ტირანიას

ფასეულობათა ომია. ამ ომში, რუსთაველის N8-ში, პარლამენტად წოდებულ შენობაში რა მოხდება, როგორც რიგით ამომრჩეველს აღარ მაინტერესებს.

ეს ხალხი ბუტაფორიულ პოლიტიკურ სამართალობანას თუ თამაშობს, შეუძლიათ თავი მოიტყუონ.

პოლიტიკა იქ მუშაობს, სადაც არსებითი შეთანხმება არსებობს წესებზე.

როცა ერთ ლოყაში გირტყამენ, მეორე მაშინ უნდა მიუშვირო, თუ მოწინააღმდეგე გაიაზრებს და მოინანიებს. ყოველ ჯერზე თუ ისევ დაგარტყამს, ისე უნდა ხიო, ყბა ჩამოუღო.

ეს ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური სივრციდან, ამყარებს ავტორიტარიზმს და უმრავლესობის ტირანიას.

ავტორიტარები კიდევ, სასარგებლო იდიოტებისა და ე.წ. ლეღვის ფოთლების მეშვეობით, იხანგრძლივებენ ძალაუფლებაში ყოფნას.

მე არ მინდა და არ ვაპირებ, ეთიკის გამო, ამაზე თვალი დავხუჭო და არ ვილაპარაკო. ავტორიტარიზმი არის შესაკავებელი, მათ შორის, წინააღმდეგობით და პრინციპული ბრძოლით.

წერს იურისტი გიორგი ჩიტიძე ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა

კომენტარები